ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე - თბილისი

17 მაი 2026

ერი და ბერი, დიდი და პატარა, სასულიერო თუ საერო პირები, პოლიტიკოსები. დღეს ქვეყნის მთავარ გამზირზე ხალხი ზღვად მოედინებოდა, ჯვრები, ხატები, ბაირაღები, ხუთჯვრიანი დროშები, გალობა ზარები და ვედრება- დღეს 17 მაისია. დღე რომელიც ბოლო 12 წელია ოჯახების შეკრების და ერთიანობის სიმბოლოდ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აქცია. დღესაც  ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყო გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა  ამიერიდან ღვთივგანსვენებული უწმინდესის გარეშე , მაგრამ მაინც უნდა გააგრძელოს.