18 მაი 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებიან დელეგაციის წევრები, მათ შორის შალვა პაპუაშვილის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეები.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეს, ბოლო 20 წელიწადში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.