18 მაი 2026
რუმინეთის ჩემპიონატში კრაიოვის „უნივერსიტატეამ მისი უშუალო კონკურენტი „კლუჟი“ 5:0 დაამარცხა.“ ანზორ მექვაბიშვილმა გოლი გაიტანა და რუმინეთის თასის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე სეზონში სამი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა. „უნივერსიტატეამ“ 49 ქულა დააგროვა, „კლუჟს“ ოთხი ქულით გადაასწრო და, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, რუმინეთის თასის შემდეგ, ჩემპიონობაც გაინაღდა.