გრაცის „შურმმა“ ავსტრიის ჩემპიონობა დაკარგა

18 მაი 2026

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ბოლო, 32-ე ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ვენის „რაპიდთან“ 2:0 გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონობა მაინც ვერ მოიპოვა.

ქართველებიდან გრაცელების ძირითად შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, გიზი მამაგეიშვილი კი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და 88-ე წუთზე ანგარიში გახსნა – ეს მისთვის გრაცელთა ფორმით პირველი გოლი იყო.

პარალელურად, გათამაშების ლიდერმა „ლასკმა“ გასვლაზე ვენაში „აუსტრია“ 3:0 დაამარცხა და 1961 წლის შემდეგ პირველად გახდა ავსტრიის ჩემპიონი, „შტურმი“ კი მეორე ადგილს დასჯერდა.

ვინაიდან ავსტრიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდი ითამაშებს, კიტეიშვილი-მამაგეიშვილის გუნდი ახალ სეზონს კვლავ მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს.