თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ დაამარცხა

18 მაი 2026

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში ერთმანეთს გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას გუნდები  დაუპირისპირდნენ. „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 97:102 დამარცხდა. 

ტენერიფესთვის“ ეს უკვე ზედიზედ მეოთხე მარცხია და მათი პლეი ოფში გასვლის საკითხი სათუოა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელთა რიგებში 21 წუთი ითამაშა და აქტივში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

შერმადინმა კი 16 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.  

„ბარსელონა“ 23 მოგებითა და 9 მარცხით მესამე პოზიციაზეა, რაც შეეხება „ტენერიფეს“, ის 17 გამარჯვებითა და 14 მარცხით მეშვიდე ადგილს იკავებს.