18 მაი 2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა. ჩვენი გუნდის ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია.
ტურნირზე ევროპის ჩემპიონობა ავთო მუკბანიანმა იზეიმა; ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა, ნიკა სიდამონიძემ, მირზა ციხელაშვილმა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა და ლუკა წიქვაძემ მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლებს ელენე ქებაძე, მარიამ ლაფაჩიშვილი, ბექა ძაგანიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ჯაბა თურქია, ირაკლი ტალახაძე და გიორგი ეგნატაშვილი დასჯერდნენ. ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, პირველად კონტინენტის პირველობა თბილისში 2008 წელს გაიმართა.