ფარვიზ გაგუას ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

18 მაი 2026

ბათუმის სპორტის სასახლე ორი დღის მანძილზე მასპინძლობდა წარსულში ცნობილი მოჭიდავის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის და დამსახურებული მწვრთნელის ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრება 2012-2013 და 2014-2017 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის სამი გუნდის მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ. პირველობისთვის სხვადასხვა წონით კატეგორიაში სამასამდე ნორჩი მოჭიდავე ასპარეზობდა.

ტურნირის დასკვნით დღეს გამოვლინდნენ ჩემპიონ პრიზიორები, რომლებიც მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.