აშშ-ში ლოცვის ეროვნული დღე აღნიშნეს

18 მაი 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის ეროვნულ მოედანზე შეკრებილებს ლოცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვით მიმართა. პრეზიდენტმა უფლის მეფე სოლომონთან საუბრის ბიბლიური  ჩანაწერი წაიკითხა. ცხრა საათიან პროგრამაში, სახელწოდებით „ამერიკა 250- ლოცვის, ქებისა და მადლიერების ეროვნული იუბილე“, ძირითადად ორი ქრისტიანული ტრადიციის - ევანგელისტური ქრისტიანობის და კონსერვატორული კათოლიციზმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კიდევ ერთი ვიდეომიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩაწერა, რომელშიც განაცხადა, რომ  ამერიკის როგორც ერის იდენტობა, დიდი ხანია რწმენასთან არის დაკავშირებული. 

ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გაიხსენა გარდაცვლილი  ჩარლი კირკი და განაცხადა, რომ ამერიკის კანონები, მორალი და რელიგია, რომელიც ამერიკულ ცნობიერებას ქმნიდა, უდავოდ ქრისტიანული იყო.

ქვეყნის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სცენაზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გამოჩნდა და ლოცვა წაიკითხა, შეკრებილებს  უმცროს მარტინ ლუთერ კინგის დისშვილმა ალვედა კინგმაც მიმართა.