ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

18 მაი 2026

,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ხვალ ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. იზი დაიმონდისა  და ბილე უალდერის  პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა  მაყურებელს წარუდგენს ამბავს, რომელიც 30-იანი წლების ჩიკაგოში ხდება.

პიესის მიხედვით  ორი ნიჭიერი მუსიკოსი უმუშევარი რჩება და სამსახურის ძებნაში სრულიად შემთხვევით მკვლელობის მოწმენი ხდებიან.

თავი რომ გადაირჩინონ, იძულებულნი ხდებიან დროებით ქალის კოსტიუმები ჩაიცვან და ქალთა ორკესტრში დაიწყონ მუშაობა. აქედან იწყება მათი სასიყვარულო და კომედიური თავგადასავლები, რომელიც  ბედნიერად  სრულდება.

პარალელურად  თეატრალური დასი გასტროლისთვისაც ემზადება, 23 მაისს დასი სპექტაკლს  ყაზახეთის მაყურებელს წარუდგენს.