18 მაი 2026
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებს გაეცნო.
პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს. მიხეილ სარჯველაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ სხვდასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციითა და კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით.