შეხვედრა კანში მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან

18 მაი 2026

კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის - ეს ის საკითხებია, რომლებზეც  ქართული ღვინის მიღებაზე იმსჯელეს.

კინოინდუსტრიის წარმომადგენლების შეკრება კონკრეტული შედეგებით დასრულდა.