საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სამი მედალი მოიპოვა

18 მაი 2026

ვიეტნამში გამართულ მსოფლიო სერიების პირველ ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ოთხ წონით კატეგორიაში რვა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს ტურნირის დებიუტანტი ლუკა ჩხიტუნიძე დაეუფლა, ვერცხლის მედლები კი იუზა ცერცვაძემ და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა მამუკა კორძაიამ მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე  დაბრუნდა ბათუმში, სადაც საწვრთნელ შეკრებას გადის და მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 25 მაისს ხორვატიაში აიღებს სტარტს. ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების მესამე ეტაპს კი 20-21 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა, პლანეტის პირველობის ოქროსმედალოსნები მამუკა კორძაია და გუნდის კაპიტანი ლევან ქელეხსაშვილი გახდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სენეგალში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოთხივე წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.