ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18 მაი 2026

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ეწინააღმდეგება სხვადასხვა ქვეყნის მიერ „ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული“ აქტივობებისთვის პლატფორმების უზრუნველყოფას. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიაში  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრის პარალელურ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

„ტაივანის ხელისუფლების პრაქტიკა, რომელიც კონფერენციებზე ხალხის გაგზავნას მთელი მსოფლიოდან ყურადღების მისაქცევად წარმოადგენს, სხვა არაფერია, თუ არა წვრილმანი ჯამბაზების საქციელი. ეს მხოლოდ საკუთარ თავს დამცირებას მოუტანს და წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ არ დაუშვებს ტაივანს, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ ასამბლეაში, რომელიც ამ კვირაში გაიმართება.

ტაივანი გარიცხულია საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობიდან პეკინის წინააღმდეგობის გამო, რომელიც დემოკრატიულად მართულ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.