ტრამპი ირანს ისევ ემუქრება

18 მაი 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს შედეგებით დაემუქრა, თუ მისი ლიდერები სწრაფად არ იმოქმედებენ.

„ირანისთვის დრო იწურება და უნდა იმოქმედონ სწრაფად, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია!“ - დაწერა მან თავის სოციალურ პლატფორმაზე. 

ტრამპის ეს განცხადება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გავრცელდა. თავდასხმის შემდეგ ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა- განაცხადეს აბუ დაბის ოფიციალურმა პირებმა. კვირას, აშშ-ისრაელის ირანთან ომის დასრულებისა და სპარსეთის ყურეში ნავიგაციის განახლების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესი არ შეინიშნება. 

ირანმა  თვის დასაწყისში გააძლიერა  თავდასხმები არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 48 საათის შემდეგ შეცვალა.