18 მაი 2026
შს სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება, პოლიტიკოსები აფასებენ.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბერკეტს ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ზეწოლისა და დაშინებისთვის გამოიყენებს.
მმართველი გუნდის წევრები კი ინიციატივის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულებაა, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.