დასაქმების ბაზარი და გამოწვევები - პანელური დისკუსია ბსუ-ში

18 მაი 2026

ადგილობრივი შრომის ბაზარი-ტენდენციები,  გამოწვევები, დასაქმებულთა  უსაფრთხოება - თემაზე ბსუ-ში პანელური დისკუსია გაიმართა.

ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული თანამედროვე გამოწვევების , განათლების სისტემისა და ბიზნესის თანამშრომლობის, შრომის სტანდარტების დაცვისა და  ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების საკითხებზე დიალოგის წარმართვა იყო.

დისკუსიის ფარგლებში  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის შრომის ბაზარზე არსებულ  თანამედროვე ტენდენციებს, ადამიანური კაპიტალის განვითარების გამოწვევებსა და განათლების სისტემის შესაბამისობას დამსაქმებელთა მოთხოვნებთან.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა.