18 მაი 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კენიის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.