18 მაი 2026
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ადგილზე ქართულ დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანელ კოლეგას შორის შედგა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე.
სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანულ მხარესთან მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა არსებული პარტნიორული კავშირები კიდევ უფრო გაფართოვდეს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის მეზობელი რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.