18 მაი 2026
„მტკიცებულებიდან მოქმედებამდე: ტყვიით მოწამვლის პრევენცია სიცოცხლის გადასარჩენად“- აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო აუდიტორიას ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით სწორედ საქართველოსა და აჭარის გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის სანელებლებში ტყვიის შემცველობის შემცირების კამპანიებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, მწარმოებლებისთვის მიზნობრივი ინფორმაციის მიწოდებასა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე.
ჟენევაში ღონისძიებას ერთობლივად მასპინძლობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ორგანიზაცია სიცოცხლის გადასარჩენად - და ბლუმბერგის საქველმოქმედო ორგანიზაცია.