პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში და შეხვედრები

18 მაი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება. 

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა. ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა.

 ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობა.