თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე

18 მაი 2026

თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.  

უწყებრივი საიუბილეო მედლებით დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები: ჯონი ტატუნაშვილი, ზაზა ჩხაიძე და ირაკლი ჭიჭინაძე.   

უწყებრივი საიუბილეო მედლები, სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღები და თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღისთვის სპეციალურად დამზადებული საჩუქრები, ასევე გადაეცა სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, დეპარტამენტის, აკადემიის, სხვადასხვა ცენტრის, სააგენტოების უფროსებსა და მეთაურებს.  

ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.