18 მაი 2026
22-24 მაისს კასპში კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირი K-1-ის ვერსიით ყველა ასაკის მებრძოლთა შორის ტარდება, რომლის შემდეგ აკადემიის წარმომადგენლები უკვე თბილისში, მაქს ფაითის სამოყვარულო ლიგის ბრძოლებში მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნულ ჩემპიონატზე აკადემიის ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს, „მაქს ფაითზე“ კი ჭაბუკთა შორის დემეტრე მოდებაძე და მათე დიმიტრაძე იბრძოლებენ.
აქვე გეტყვით, რომ 20-21 ივნისს ბათუმში K-1-ის წესებით კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ გაიმართება.