18 მაი 2026
საქართველოს პრეზიდენტმა, მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III და მღველმთავრები.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე და აღინიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმის, ტრადიციული ფასეულობების დაცვაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.