ბაგრატიონის №131-ში მშენებარე კორპუსის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის

18 მაი 2026

ბაგრატიონის ქუჩის №131-ში მშენებარე კორპუსის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგეს. ექსპერტიზის დასკვნით გაირკვევა ასევე უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო პროცესს - აცხადებენ ბათუმის მერიაში. 

მათივე ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

“საჭიროების შემთხვევაში გატარდება შესაბამისი და აუცილებელი საინჟინრო ღონისძიებები.

ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, საფრთხის შესაძლო არეალის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხო მანძილის დაცვით განხორციელდება.

მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.