სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაა - ცოტნე ანანიძე

19 მაი 2026

“სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაა!
ეს ინიციატივა უპირველესად მიმართულია იქითკენ, რომ არასრულწლოვნები, ქალები და უმცირესობები დაცულნი იყვნენ მზარდი კიბერბულინგისა და ორგანიზებული აგრესიისგან. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს სწორი სამართლებრივი რეაგირება საფრთხეს არ უქმნის სიტყვის თავისუფლებას, ის იცავს ადამიანებს. უსაფრთხო ციფრული სივრცე ყველას უფლებაა! “,- აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 

ცოტნე ანანიძე შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივას ეხმაურება, რომელის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.