19 მაი 2026
ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. მიკელ არტეტას გუნდმა 37-ე ტურში გავარდნილი „ბარნლი“ რთულ ბრძოლაში დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი ჰავერტსმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.
ლონდონის „არსენალი“ 5 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“ და ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ მომდევნო ტურში „მეთოფეები“ თუ „კრისტალ პალასს“ დაამარცხებენ, 22-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას იზეიმებენ.