უსმან დემბელეს ტრავმაზე „პსჟ“-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

19 მაი 2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ გამოაქვეყნა სამედიცინო დასკვნა ფორვარდ უსმან დემბელეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. „ოქროს ბურთის“ მფლობელი საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „პარიზის“ წინააღმდეგ 27-ე წუთზე შეცვალეს.

„უსმან დემბელე გუშინდელი მატჩის დროს პროფილაქტიკის მიზნით შეცვალეს მარჯვენა წვივის კუნთოვანი დისკომფორტის გამო. ის უახლოეს დღეებში მკურნალობას გაივლის”, – წერია პსჟ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„პარი სენ-ჟერმენს“ 2025-26 წლების სეზონში ერთადერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი – 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „არსენალის“ წინააღმდეგ.