19 მაი 2026
ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, მადრიდის "ატლეტიკომ" "ჟირონა" 1:0 დაამარცხა. "როხიბლანკოს" ლეგენდამ, ანტუან გრიზმანმა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბოლო მატჩი გამართა და გულშემატკივრებს გამოემშვიდობა.
ფრანგი ფეხბურთელი კარიერას ამერიკულ „ემ-ელ-ეს“-ში, კერძოდ კი "ორლანდო სიტიში" გააგრძელებს. შეხვედრის შემდეგ გრიზმანმა "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს მიმართა.
"გთხოვთ, მაპატიეთ, ახალგაზრდა ვიყავი და შეცდომა დავუშვი, როცა "ბარსელონაში" გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ვერ ვაცნობიერებდი, რომ სიყვარული, რომელიც აქ მქონდა, სხვაგან ვერსად მივიღებდი. შემდეგ ყველაფერი გავაკეთე, რომ აქ დავბრუნებულიყავი და ფეხბურთით სიამოვნება მიმეღო. მართალია, ამ პერიოდში ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხე, მაგრამ თქვენი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, ფრანგი შემტევი 158 გატანილი გოლით "ატლეტიკოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. გრიზმანს "როხიბლანკოს" მაისურით ჯამში 349 მატჩი აქვს ჩატარებული.