19 მაი 2026
სამელიორაციო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
უწყების ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების მნიშვნელობაზე, კოლექტორული და შემკრები არხების გაწმენდით სამუშაოებზე.