ბოლივიაში მაღაროელები ახლადარჩეული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

19 მაი 2026

ბოლივიის ქალაქ ლა-პასში მაღაროელთა ანტისამთავრობო პროტესტი პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაარბია. მომიტინგეების სამართალდამცველებთან შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა მაღაროელები მთავრობის სასახლისკენ მიემართებოდნენ და პრეზიდენტის  გადადგომას ითხოვდნენ, რომელმაც თანამდებობა მხოლოდ ექვსი თვის წინ დაიკავა.

ადგილობრივი მაღაროელები ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საწვავზე  წვდომის გამარტივებას, ასევე კონტრაქტების გადახედვას და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წესების შესრულებას  ითხოვენ.

მომიტინგეების დიდ ნაწილს მაღაროელები შეადგენდნენ, თუმცა მათ ფერმერები და სხვა მუშაკებიც შეუერთდნენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბოლივიის ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი გამოწვეულია ენერგიის წარმოების შემცირებით და დოლარის დეფიციტით.