თეირანი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ დათმობაზე წასვლას არ აპირებს

19 მაი 2026

ირანის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო უკან  დახევას არ აპირებს. პლატფორმა იქსზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პეზეშკიანი წერს, რომ  „დიალოგი არ ნიშნავს დანებებას“ და პირობა დადო, რომ ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.

ირანის პრეზიდენტის კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობის მიუხედავად, უშედეგოდ დასრულდა. პაკისტანური წყაროს ინფორმაციით, ისლამაბადმა ვაშინგტონს გააცნო ირანის წინადადება და ორივე მხარე გააფრთხილა, რომ „ბევრი დრო არ აქვთ“ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.  

სპარსეთის ყურეში არსებულმა გაურკვევლობამ გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შეარყია და ნავთობი გააძვირა.