ტრამპს ირანთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს

19 მაი 2026

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არსებობს „ძალიან კარგი შანსი“   შეერთებულმა შტატებმა ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას, რათა თავიდან აიცილოს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება. ეს განცხადება ტრამპმა რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა, რაც თეირანთან  მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო.  

ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძირითადი მოკავშირეების ლიდერებმა სთხოვეს, გადაედო სამშაბათისთვის დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა, რათა თეირანთან მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.  

ამავდროულად გააფრთხილა, რომ აშშ მზადაა ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.