19 მაი 2026
ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს ისლამურ ცენტრზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა და გამოძიების ფედერალურმა სამმართველომ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის უფროსმა სკოტ ვალმა განაცხადა.
თუმცა, ხელისუფლებას საჯაროდ არ დაუსახელებია თავდასხმის ზუსტი მოტივი ან მისი გამომწვევი მიზეზი. პოლიციის მონაცემებით, შეიარაღებულმა ორმა მოზარდმა ისლამურ ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მეჩეთის გარეთ დაცვის თანამშრომელი და კიდევ ორი კაცი მოკლა.
თავდამსხმელები გარდაცვლილები იპოვეს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის შედეგად მიყენებული ჭრილობებით.