19 მაი 2026
,,ქართველი კომპოზიტორები ბავშვებს“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება გაიმათა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. საბავშვო ზეიმი პატარა მსმენელებს ხელოვნების სტუდია ,,ლიმპომპომ“ წარუდგინა.
სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პატარებმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ვაჟა აზარაშვილის, რუსუდან სებისკვერაძის ნაწარმოებები შეასრულეს.
პროექტის მიზანი მოზარდებში ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაციაა.
ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.