ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა-კონცერტი ყინულის სასახლეში 

19 მაი 2026

ბათუმის ყინულის სასახლეში ქართული სამოსის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო გალა კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ, როგორც კულტურის ცენტრის მომღერლები და მოცეკვავეეები, ასევე ყინულის სახლის აღსაზრდელები, რომლებმაც ყინულზე ქართული ცეკვების ინტერპრეტაცია შეასრულეს. 

ღონისძიების მთავარი კონცეფცია იყო ტრადიციული ქართული ცეკვისა და ფიგურული სრიალის სინთეზი.  

ორგანიზატორების განცხადებით, საღამოს მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნებისა და ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია.