შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები დაათვალიერა

19 მაი 2026

თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტი მოინახულა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მიხეილ მაღლაკელიძემ - ,,თბილისის აეროპორტი“ მოინახულა და თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები, ასევე უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა.  

,,თბილისის“ გეზ-ში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კი უწყების ხელმძღვანელმა არსებული გამოწვევების ეფექტურად შესრულების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელმძღვანელი პირებისგან ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.