19 მაი 2026
აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თეორიულ-პრაქტიკულ კურსს მოწვეული შეფ-მზარეულები უტარებენ.
ერთკვირიანი მასტერკლასები მოიცავს სწავლებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის კერძების და ცომეულის მომზადება.
ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების სერვისის და ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტრენინგები ამ დროისთვის ქედასა და შუახევში მიმდინარეობს და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
პროექტში საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები მონაწილეობენ.