სამედიცინო ფორუმი ნარკოდამოკიდებულების პრობელემებთან დაკავშირებით

19 მაი 2026

ბათუმში ნარკოდამოკიდებულების პრობელემებთან დაკავშირებით ფორუმი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ აჭარაში მოქმედი ნარკოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ნარკომანიასთან შემხებლობაში მყოფი სპეციალისტები.

ორგანიზატორების განცხადებით შეხვედრის მიზანია შეიქმნას ერთიანი პროგრამა, რათა უფრო ქმედითი და შედეგიანი გახდეს ნარკომანიასთან ბრძოლა.