შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ჩინეთში

19 მაი 2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა უკვე გამართა თავის კოლეგასთან ჭაო ლეძისთან და ასევე სახალხო საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვა ხუნინთან

დელეგაციის წევრების თქმით,  მსგავსი შეხვედრები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო ეკონომიკურ-კულტურული კავშირები.

დელეგაციის წევრების განცხადებით,  ჩინეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, მთავარი პარტნიორია შუა დერეფნის ლოჯისტიკურ-ეკონომიკურ კავშირებში და ბუნებრივია რომ საქართველო როგორც ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანა უმნიშვნელოვანესს როლს თამაშობს ამ პროცესში.