19 მაი 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ავტოპარკს, ასევე სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სანდასუფთავების სამსახურის ავტოპარკს დაემატა 2 ახალი თანამედროვე სპეციალური მანქანა.
სპეცტექნიკის შესაძენად ბიუჯეტიდან 566 200 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტში 5 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს, ხოლო 3-მა ავტობუსმა ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობას გაეცნო.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.