19 მაი 2026
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში, მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა, ეფექტიანი და პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აუცილებელია.
მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახის ექიმების როლის გაძლიერებას, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვასა და სოფლის მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 79-ე სესიაზე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად იმყოფება.