ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 93-ე გენერალურ სესია

19 მაი 2026

პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა.

გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ძლიერი ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

სესიის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება: სტრატეგიული ინვესტიცია“, სადაც დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება ვაჭრობისა და ტრანსპორტირების მიმართულებით.

მინისტრმა ყურადღება ცოფის კონტროლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, საქართველოში დაიწყო ცოფის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული პროგრამა.