ჩინეთში სტიქიებს მსხვერპლი მოჰყვა

19 მაი 2026

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ გუანსის რეგიონში  5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონში ანალოგიური სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.  

გუანსის ხელისუფლებამ  100-მდე დროებითი თავშესაფარი მოაწყო, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 4 ათასამდე ადამიანი განათავსა.

სტიქიის ზონიდან 7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ძლიერმა წვიმებმა ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც 10 ადამიანი იმსხვერპლა.