ჯანმოს ექსპერტები ებოლას აფეთქების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

19 მაი 2026

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას ეპიდემიის გავრცელების ტემპისა და მასშტაბის გამო, რადგან შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ახალი აფეთქების დაწყებიდან ებოლას ვირუსით ინფიცირების  500  და  გარდაცვალების 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიმდინარე აფეთქებას იწვევს ბუნდიბუგიოს ვირუსი, რომელსაც, ებოლას უფრო გავრცელებული ზაირის შტამისგან განსხვავებით, არ აქვს დამტკიცებული  სპეციფიკური თერაპიული საშუალებები ან ვაქცინა.

მიუხედავად იმისა, რომ კონგოს აქვს ებოლასთან ბრძოლის გამოცდილება, ამ აფეთქების დაგვიანებულმა გამოვლენამ და სწრაფმა გავრცელებამ ჯანდაცვის ექსპერტები შეაშფოთა.