ახალი ხელმძღვანელი შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში

19 მაი 2026

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, თეიმურაზ ლომთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თანამშრომლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.