19 მაი 2026
საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური დინამიკა და მკვეთრი ზრდის ტენდენცია გრძელდება - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 2,439.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 73.5%-ით გაიზარდა და 1,551.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის აპრილში ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა.
ასევე, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,198.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ოთხ თვეში ექსპორტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს და ყირგიზეთს უკავია, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ტოგოში, თურქეთში, სომხეთში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში.