19 მაი 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უმაღლესს საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა. თინათინ ზოიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
თინათინ ზოიძის განცხადებით, გასულ წელს, რეგიონში 4.8 მილიონზე მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. +11,75%-ით გაიზარდა ვიზიტები აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობბების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. მისივე თქმით, აჭარის რეგიონი წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში.
2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მთიან აჭარაში 26 მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად.