სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა

19 მაი 2026

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, გიგა ოთხოზორიას საფლავზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.