პრემიერ-მინისტრის ღია წერილი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს - პოლიტიკური შეფასებები

19 მაი 2026

დანიაში განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ მინისტრის განცხადებასა და ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის ღია წერილს  გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში. 

ოპოზიციაში  ირაკლი კობახიძის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი სასაცილოდ მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ზოგადად არა ერთი არაევროპული გადაწყვეტილების  ფონზე, მისგან ყოველგვარ წერილს ფასი დაკარგული აქვს, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ  დანიაში პოლიციის მხრიდან ძალადობაზე  ბრიფინგი, ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ  დანიაში  აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე ძალადობის ფაქტი,  ერთ-ერთი მაგალითია  იმისა,რომ  ევროკავშირი  მის თავდაპირველ ღირებულებებს  უფრო და უფრო შორდება.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  იმ ფონზე,როცა  ევროპის ქვეყნებში მსგავსი ფაქტები ხდება, ევროკავშირი და დანიის სახელმწიფო  საქართველოს მიმართ კრიტიკით გამოირჩევა, რაც ორმაგი სტანდარტია.