საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით

19 მაი 2026

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მეცნიერულ  მტკიცებულებებზე და არა ემოციებზე დაყრდნობით. 

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება იყო.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა და ანალიზი.